ხოშურაული

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ხოშურაული (ნადირა საღირისძე) – სახალხო გმირი. 1659 წლის კახეთის აჯანყების მონაწილე, ხევსურთა ჯარის წინამძღოლი. გადმოცემის მიხედვით, ხოშურაული აჯანყების სხვა მეთაურებთან ერთად შეუპყრიათ და შაჰისათვის გაუგზავნიათ სპარსეთში, სადაც წამებით მოუკლავთ. ხოშურაულზე შემონახულია საგმირო გადმოცემები და სიმღერები, რომლის მიხედვით ვაჟა-ფშაველამ ხოშურაული (ხოშარეული) დასახა „ბახტრიონის“ ერთი მთავარი პერსონაჟის პროტოტიპად.

დ. გოგოჭური


ლიტერატურა

  • ქს. სიხარულიძე, ქართ. ხალხ. საგმირო-საისტორიო სიტყვიერებით. 1949, გვ. 148;
  • დ. გოგოჭური, ბახტრიონის ერთი გმირის ვინაობა „მნათობი“, 1970, № 2.

წყარო

ქართული ფოლკლორის ლექსიკონი: ნაწილი II

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები