ბარალეთი (მდინარე)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ბარალეთი, (ბარალეთისწყალი, არაკვისწყალი, დიდწყალა) – მდინარე ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, ფარავნის მარჯვენა შენაკადი. სათავე აქვს აბულ-სამსრის ქედის დასავლეთ ფერდობზე, ზღვის დონიდან 1860 მ სიმაღლეზე. სიგრძეა 30 კმ, აუზის ფართობი – 469 კმ2, წყლის საშუალო წლის ხარჯი – 3.37 მ3/წმ. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე. წყალმცირეა ზამთარში. ძირითადად საზრდოობს მიწისქვეშა წყლებით.