ბალისტიკური მახასიათებლები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ბალისტიკური მახასიათებლები – პარამეტრები, რომლებიც განსაზღვრავენ ლულის არხში (გამშვებ დანადგარზე) და ტრაექტორიაზე გასროლის პროცესის (რაკეტის გაშვების) და ჭურვის (ნაღმის, რაკეტის და სხვა), მოძრაობის კანონზომიერებებს.
ძირითად შიდაბალისტიკურ მახასიათებლებს განეკუთვნება:
- იარაღის კალიბრი,
- ჭურვის მასა,
- მუხტსათავსის მოცულობა,
- დატენის სიმჭიდროვე,
- ლულის არხში ჭურვის გზის სიგრძე,
- სატყორცნი მუხტის მასა,
- დენთის ძალა,
- დენთის აირების გაფართოების პარამეტრები.
ბალისტიკური მახასიათებლები აგრეთვე განეკუთვნება მაქსიმალური წნევა და ფორსირების წნევა ლულის არხში, დენთის წვის პროგრესულობის მახასიათებლები, სარაკეტო მუხტის მასა და ფორმა, სარაკეტო ძრავის კონსტრუქციული პარამეტრები და სხვა.
გასათვალისწინებელია ბალისტიკური კოეფიციენტი, ჭურვის საწყისი სიჩქარე და მისი ტყორცნის კუთხე, რეაქტიული წევა, ჭურვის სიჩქარე და მიზანთან მისვლის კუთხე, გაბნევა და სხვა.