ბადრი (ამირანიანის პერსონაჟი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბადრიამირანიანის თვალსაჩინო პერსონაჟი, უფროსი ძმა.

ბადრი დამოუკიდებელ სიუჟეტურ ფუნქციას ნაკლებად ასრულებს თქმულებაში, მაგრამ ძმებთან ერთად მუდამ აქტიურად მოქმედებს და მთავარი გმირის ამირანის სახის გამოკვეთას უწყობს ხელს. ბადრი სილამაზის ახოვანების, ვაჟკაცური სიკეკლუცის განსახიერებაა ამ მხრივ ამირანის ერთგვარ ანტიპოდს წარმოადგენს. თუ ამირანი საწვიმრად შეყრილ შავ ღრუბლებს ემსგავსება, პირიქით, „ბადრი ქალსა ჰგავს ლამაზსა, საქმარედ გამზადებულსა“, მას ხმაც საამო აქვს. „ჩადი ბადრო და ჩასძახე, ხმა შენი მშვენიერია“, ნათევამია ხალხურ ლექსში. წარმოშობით სახელი ნაეპითეტარია და „სავსეს“, „ნათელსახოვანს“, „მთვარეს“ ნიშნავს. სტეფანწმინდური განძის ბრინჯაოს ითიფალურ კომპლექსში ბადრი მომღერალ–დამკვრელის სახითაა წარმოდგენილი და გმირის ხალხურ დახასიათებას ემთხვევა.


წყარო

ქართული ფოლკლორის ლექსიკონი: ნაწილი I

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები