ბაგრატ VII

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბაგრატ VII — ქართლის მეფე 1615-1619 წლებში, დავით X-ის (დაუთ-ხანის) ძე.

იგი იმ დროს თბილისში მყოფმა შაჰ-აბას I-მა (1587-1629 წწ) დასვა ლუარსაბ II-ის ნაცვლად საქართველოს მმართველად. მართალია, ქართული წყაროები ბაგრატ VII-ს მეფეს უწიდებს, მაგრამ სინამდვილეში იგი ირანის ტიპიური მოხელე-ხანი იყო.

ბაგრატ-ხანის მეფობა არაფრით ყოფილა აღსანიშნავი. იგი სახელმწიფო მოღვაწეობდა და ქვეყნის მმართველობის უნარს მოკლებული იყო და მთლიანად შაჰ აბასზე იყო დამოკიდებული.

მისი მმართველობის პერიოდში ძლიერ გააქტიურდნენ ქვეყნის დეცენტრალიზაციისკენ მიმართული ძალები, რამაც სათავადოთა სისტემის გაძლიერება გამოიწვია. ბაგრატის მეფობის დროს „იყოფოდნენ მთავარნი თჳსთჳსად და განიმკჳდრებდემ თჳსთა კერძოთ“.

ბაგრატ VII ფაქტობრივად ქვემო ქართლის - საბარათიანოს მეფე იყო. ქართლის მოსახლეობაში გამაჰმადიანებულმა მეფემ სიყვარული და მხარდაჭერა ვერ პოვა. მას ქართველები დაცინვით „საბარათიანოს ბატონს ეძახდნენ“, ბაგრატ VII, ძირითადად, ბოლნისში ცხოვრობდა, სადაც გარდაიცვალა კიდეც 1619 წელს.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები