ახსა-ბუდაი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ახსა-ბუდაჲ (ოს. Æхсæ-Будай) – ნართული ეპოსის ოსური ვერსიის მოძალადე პერსონაჟი, ნოქარის ვაჟი, ნართების დაუძინებელი მტერი; ცხოვრობს უარფის სიმაღლეზე; ნართების გარდა, დაუპყრობელი არავინ დარჩენია. როცა იგი ნართების ქვეყანაში შეიჭრა, ყველანი დაატყვევა. ურიზმაგის ვაჟმა, აისანამ, ახსა-ბუდაის ცოლის დახმარებით, მოძალადე მოკლა და ნართები და ადრე დატყვევებული ხალხი დაიხსნა.



ლიტერატურა

Нартовские сказания: Эпос осетинского народа. Книга 2. Владикавказ, 2004.

წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები