ახლოცეცხლით ბრძოლა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ახლოცეცხლით ბრძოლა - ახლოცეცხლით ბრძოლას აწარმოებენ I ეშელონის მოტოქვეითი (ქვეითი), სატანკო, საჰაერო-სადესანტო (სადესანტო-მოიერიშე) ქვედანაყოფები როგორც თავდაცვაში, ისე შეტევაზე საშტატო იარაღის ყველა სახეობის ცეცხლის შეხამებით, უპირატესად - პირდაპირი დამიზნებით. გარკვეულ პირობებში შეიძლება გაჩაღდეს ხელჩართული ბრძოლა, რომელშიც მოწინააღმდეგე მხარეები ერთმანეთს აზიანებენ, როგორც წესი, ცივი იარაღით, ხელის სასროლი იარაღის მიბჯენით და ხელყუმბარების ცეცხლით.