ახვი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ახვი (ოს. Ахуы) – ცარციათთა შესახებ თქმულებების პერსონაჟი, ცარძოსა და ბონვარნონის ვაჟი, ნაღვილას ძმა, ხუთი ტყუპი ვაჟის (სუას, ფარნაგის, ედისოს, ხათგარისა და ყალაგის) მამა, დიდად პატივსაცემი, ყოვლის მცოდნე ცარციათი; დასთან და ცოლ-შვილთან ერთად ცხოვრობს ყორღანის თავზე მდგარ მაღალი კოშკში, სადაც, უკვე დაბერებულს, ურიზმაგი და ხამიცი იმის გასაგებად სტუმრობენ, თუ რომელია მათ შორის უფროსი. ურიზმაგი პირველი მიდის ცარციათთან და ეკითხება: „ჩვენ ტყუპები ვართ, გვითხარი, რომელია ჩვენს შორის უფროსი და რომელი – უმცროსი“. ახვი პასუხობს: „თქვენ უკვე აქ შემოსვლის რიგით უჩვენეთ ეს და რატომ მეკითხებით; სტუმრებიდან უფროსი მასპინძელს პირველი მიმართავს. უფროსის თანდასწრებით უმცროსს ამის უფლება არა აქვს“. ამის გამო ხამიცი ძმაზე ბრაზდება და მოხუცს წყევლის. ნართებში კი სიტყვა ყოველთვის მიზანს აღწევდა, კეთილის სურვებაც და წყევლაც აუცილებლად ახდებოდა. რომ არა ურიზმაგი, ახვის კოშკის ნანგრევები ჩაიტანდა და მოკვდებოდა; კოშკი შეინძრა, მაგრამ ურიზმაგმა შეამაგრა, შემდეგ კი, ხამიცის უტაქტობის გამო, ცარციათს მოუბოდიშა. ევგვიპარების (დევებზე დიდი, დიდთავა და დიდთვალება არსებების) მხოცველი ახვი ბოლოს ევგვიპარებმავე მოკლეს და ცეცხლზე ისე დაწვეს, რომ მთელი მხოლოდ ერთი მკლავი გადარჩა.

თავისი გმირული ცხოვრების გზაზე დედამიწაზე პირველი ადამიანის (ცარძოს) ვაჟს, ახვის, ხუთი რამ ებოძა: ცხენების რემა, საქონლის ჯოგი, მარცვლეული, იარაღი და ცოლები ხუთი ტყუპი ვაჟისთვის (ე. ი. ოჯახები). ამგვარად, ახვი წარმოდგება მესაქონლეობისა და მიწათმოქმედების წამომწყებად, მათ დამცველად და საქორწინო ნორმების დამწესებლად. თავიანთი მხრივ, ახვის ტყუპი ვაჟები ხუთი ცარციათული სოფლის დამფუძნებელნი და, ამდენად, ცარციათთა პირველწინაპრები ხდებიან.



ლიტერატურა

  • ოსური თქმულებები. მასალები შეკრიბეს და წიგნი შეადგინეს ნ. ბეპიევმა და ნ. პოპიაშვილმა. ოსურიდან თარგმნა ნ. ბეპიევმა. თბ., 2009;
  • Царциаты таурæгътæ: ирон адæмы эпос (Легенды о царциата: эпос осетинского народа.). Сост. Ф. М. Таказов. Владикавказ, 2007;
  • Таказов Ф. М. Архетипы культурного героя в осетинской мифологии // III Всероссийские Миллеровские чтения. Материалы научной конференции 4-5 октября 2012 г. Владикавказ 2012.

წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები