ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
საქართველოს ოლიმპიური დელეგაცია XIII ახალგაზრდული ევროპული ოლიმპიური ფესტივალის გახსნის ცერემონიაზე. თბილისი, 2015 წელი

ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი - ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის შექმნის იდეა ეკუთვნის ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტს, შემდგომში კი საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მერვე პრეზიდენტს, ბელგიელ ჟაკ როგეს. მისი სურვილი იყო, რომ ევროპელ ახალგაზრდებს თავიანთი მულტისპორტული ღონისძიება ჰქონოდათ. იდეა განხორციელდა 1991 წელს - ევროპის პირველი ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი (ევროპის ოლიმპიური დღეების სახელწოდებით) ჟაკ როგეს სამშობლოში, ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში ჩატარდა, ზამთრის ფესტივალი კი - 2 წლის შემდეგ აოსტაში (იტალია). როგორც ზაფხულის, ისე ზამთრის ფესტივალები 2 წელიწადში ერთხელ, ერთ კალენდარულ წელს იმართება. ოლიმპიური ფესტივალი ერთგვარი ტრამპლინია 14-18 წლის ახალგაზრდა სპორტსმენებისთვის, რომლებიც პირველ ნაბიჯებს დგამენ საერთაშორისო ასპარეზზე. ფესტივალის პროგრამაშია 9-10 ოლიმპიური სახეობა. მასპინძელ ქვეყანას უფლება აქვს თავისი შეხედულებისამებრ აირჩიოს თითო ინდივიდუალური და სათამაშო სახეობა, დანარჩენ პროგრამას ადგენს ევროპის ოლიმპიური კომიტეტების სპეციალური კომისია.

2015 წელს ევროპის XIII ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს უმასპინძლა თბილისმა. სპორტის 9 სახეობაში (მძლეოსნობა, ცურვა, ძიუდო, ჩოგბურთი, სპორტული ტანვარჯიში, ველოსპორტი, კალათბურთი, ფრენბურთი, ხელბურთი) მედლების 112 კომპლექტისთვის კონტინენტის 50 ქვეყნის 3304 წარმომადგენელი იბრძოდა.




წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები