აღლუმი (სამხედრო)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
აღლუმი (სამხედრო), (ლათინური parade -საზეიმო სვლა), ჯარების (ძალების) საზეიმო დათვალიერება. ტარდება ოფიციალური დღესასწაულების, სახელმწიფო და სამხედრო მნიშვნელობის ღირსშესანიშნავი მოვლენების აღსანიშნავად ზეიმის დღეებში, მსხვილმასშტაბიანი სწავლების (მანევრების) დამთავრების შემდეგ და სხვა.
ერთ-ერთი სამხედრო რიტუალი. სამხედრო აღლუმი. შეიძლება ჩატარდეს შეიარაღებული ძალების სხვადასხვა სახეობების მონაწილეობით, ასევე ჯარების საჰაერო (სამხედრო-საჰაერო) და საზღვაო (სამხედრო-საზღვაო) ერთობლივი ან ცალკეული აღლუმის სახით.