აქსოიდი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აქსოიდიმყარი სხეულის უძრავი წერტილის გარშემო ბრუნვისას დროის ყოველ აღებულ მომენტში სხეულს გააჩნია ბრუნვის მყისი ღერძი, რომელიც დროის სხვადასხვა მომენტისათვის სხვადასხვა იქნება, მაგრამ ყველა ღერძი გადის მოცემულ უძრავ წერტილზე. ამიტომ დროის სასრულ შუალედში ბრუნვის მყისი ღერძების ერთობლიობა ქმნის კონუსურ ზედაპირს, რომელსაც აქსოიდი ეწოდება.

უძრავი წერტილის გარშემო სხეულის ბრუნვის მყისი ღერძების გეომეტრიულ ადგილს კოორდინატთა უძრავი სისტემის მიმართ ეწოდება უძრავი აქსოიდი, ხოლო კოორდინატთა მოძრავი სისტემის მიმართ – მოძრავი აქსოიდი.


წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები