ატლანტიკაზე ნატოს გაერთიანებული შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ატლანტიკაზე ნატოს გაერთიანებული შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალინატოს სტრატეგიული სარდლობის სარდალი. მიღებული უფლებამოსილების შესაბამისად ჩრდილო-ატლანტიკურ ზონაში ან მის საზღვრებს გარეთ.

პასუხიმგებელია: საერთო დაგეგმვაზე, ყველა სამხედრო საქმიანობის და სამხედრო საქმეების კონტროლსა და წარმოებაზე.

ატლანტიკაზე ნატოს გაერთიანებული შეიარაღებული ძალების უმაღლეს მთავარსარდალს ძირითადად ევალება:

1. მშვიდობიანობის დროს – თავისი სარდლობის ზონის თავდაცვის გეგმების მომზადება, სახეობათაშორისი და მრავალეროვნული სწავლებების ჩატარება, საბრძოლო მომზადების ნორმატივების დაწესება, ნაწილების საორგანიზაციო-საშტატო განრიგის განსაზღვრა და თავისი სარდლობის სტრატეგიული მოთხოვნების შესახებ ნატოს ხელმძღვანელი სამხედრო ორგანოების ინფორმირება. გარდა ამისა პასუხისმგებელია პარტნიორ სახელმწიფოებთან „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ პროგრამით სამხედრო კავშირების განვითარებაზე.

2. კრიზისის ან ომის დროს – ატლანტიკაზე, მოკავშირე სარდლობის მთელ ტერიტორიაზე, ნატოს გაერთიანებული შეიარაღებული ძალების სარდლობაში გადაცემული ყველა სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო ოპერაციების მართვა. მას პირდაპირი ურთიერთობა აქვს შტაბების უფროსებთან, თავდაცვის მინისტრებთან და მთავრობების მეთაურებთან.



წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები