არქონ პოლემარქოსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

არქონ/არქონტ პოლემარქოსი - (άρχων πολέμαρχος), სახელმწიფოს უმაღლესი თანამდებობის პირი ძველ საბერძნეთში. ერთ-ერთი ცხრა არქონთაგან.

არქონ პოლემარქოსი თავის მოვალეობას ერთი წლის მანძილზე ასრულებდა. მისი სახელწოდება ცხადყოფს, რომ პოლემარქოსის თავდაპირველი მოვალეობა ჯარის მთავარსარდლობა იყო. პოლემარქოსის თანამდებობა უმთავრესად იმიტომ შეიქმნა, რომ მეფისათვის ჯარის მთავარსარდლობა ჩამოერთმიათ. პოლემარქოსი კალიმაქოსი მარათონის ბრძოლისას ათენელთა წინამძღოლი უნდა ყოფილიყო (თუმცა ჰეროდოტეს გადმოცემა (ჰეროდოტე, VI) არის ბუნდოვანი და სხვადასხვანაირად ინტერპრეტირებული). მას შემდეგ, რაც ძვ. წ. 487/6 წლიდან მოყოლებული ამა თუ იმ პირის არქონ პოლემარქოსად დანიშვნა წილის ყრით დაიწყეს, ჯარის მთავარსარდლობა სტრატეგოსებს გადასცეს, გამომდინარე იქიდან, რომ ყველა პოლემარქოსად დანიშნული ადამიანი კომპეტენტური სამხედრო ხელმძღვანელი ვერ იქნებოდა.

პოლემარქოსის სხვა ფუნქციები უმთავრესად რელიგიურ და სამართლებრივ სფეროებს მოიცავდა. იგი წარმართავდა მსხვერპლშეწირვის ცალკეულ რიტუალებს და ხელმძღვანელობდა ომში მოკლულთა სამგლოვიარო პროცესიას. მას არამოქალაქეთა სასამართლო საქმეები ეხებოდა: ერთი ჯგუფის საქმეთა განხილვის დროს იგი სასამართლო პროცესზე პასუხისმგებელი მაგისტრატი იყო, სხვა საქმეთა შემთხვევაში მას არბიტრაჟსა და თავდებასთან დაკავშირებული ფუნქციები ეკისრებოდა.


წყარო

დემოკრატიული ტენდენციები: ანტიკური სამყარო და საქართველო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები