აჟიირა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აჟიირა - აფხ. სამჭედლო. თავდაპირველად იგი წარმოადგენდა მრგვალ წნულ ნაგებობას, შქერის წნელებისაგან შეკრულს. იგი ერთი მცირე ზომის ოთახი იყო. კონუსური ფორმის სახურავით. თივით, გვიმრით ან ჩალით დახურული. არსებობდა სამჭედლოს ოთხკუთხედი შენობაც, ორფერდა და ოთხფერდა სახურავით, თივით, გვიმრით ან ჩალით დახურული. ნაგებობაში შიგნით, უკანა კედელთან ქურა და საბერველი იდგა, რომელსაც შეეძლო ქურაში ძლიერი ცეცხლის გაჩენა, რაც მჭედლისათვის აუცილებელი იყო. იქვე ქურასთან წყვილი ნაკვერჩხლის ასაღები (მაშა ორად მოკეცილი ლითონის) და ფართო ქლიბი ეწყო. ბოლოში ერთ მხარეს წყლიანი ხისფეხებიანი ვარცლი იდგა,მეორე მხარეს კი - წაბლის ხის ორი კუნძი, ქურის სიმაღლისა. ერთზე ორი გრდემლი იყო დამაგრებული, ერთი უფრო დიდი,მეორე კი, უფრო პატარა (32×10 სმ). მეორე კუნძზე ერთი გრდემლი იდგა (40×12სმ). ამ კუნძებზე სხვადასხვა ზომის რკინის უროები ეწყო, შვიდი ცალი; ფოლადის ინსტრუმენტი, რომელიც რკინის ნაწილებს ჭრიდა. კუთხეში გრდემლიდან მოშორებით, მესამე კუნძზე ყველაზე დიდი გრდემლი იყო დამაგრებული, გვერდზე დიდი უროთი. ჩრდილოეთის კუთხეში მიწაზე მასალა ეყარა. მაგიდაზე კი, მზა ნაკეთობები ეწყო, სოფლის მეურნეობისათვის მნიშვნელოვანი მოსახმარი ნივთები. ერთ კუთხეში ხის ნახშირი ეყარა, ხის ნიჩაბთან ერთად. თანდათანობით აჟიირა ოთხკუთხა ნაგებობად გადაკეთდა ჯერ ძელურად და შემდეგ ფიცრულად. თივით ან შქერით გადახურული. მოგვიანებით აჟიირა მხოლოდ სიმბოლური ნაგებობა გახდა, სადაც რელიგიური წეს-ჩვეულება და დაფიცება ეწყობოდა.


წყარო

აფხაზურ-ქართულ ეთნოგრაფიულ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები