ქლიბი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ქლიბი – ნაჭდევებიანი ფოლადის ძელაკი, რომლითაც ლითონს ფხეკენ. ქლიბის ზედაპირი მჭრელი ნაჭდევით (კბილებით) არის აღჭურვილი. ნაჭდევის მიხედვით ქლიბი განირჩევა: საქლეში ნაჭდევით (ყველაზე დიდი ზომის კბილებით) და საპირე ნაჭდევით (წვრილი ზომის კბილებით). განივკვეთის მიხედვით შეიძლება იყოს: ბრტყელი, სამკუთხა, ოთხკუთხა, ტრაპეციული, მრგვალი, ნახევრადმრგვალი და რომბის ფორმის. ქლიბი რომელსაც წერტილოვანი ნაჭდევი კბილები აქვს ეწოდება ჭოპოსანი და მერქნის, ძელისა და ტყავის დასამუშავებლად გამოიყენება. ქლიბით უმეტესად ხელით მუშაობენ.