ანდღულაძე დავით

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დავით ანდღულაძე

დავით ანდღულაძე - (3. X. 1895, სოფელი ბახვი. ოზურგეთის რაიონი, – 29. XI. 1973, თბილისი), ქართველი მომღერალი (დრამატული ტენორი), სსრკ სახალხო არტისტი (1950), სსრკ (1947) და ზ. ფალიაშვილის სახელობის (1973) პრემიების ლაურეატი.

1925 წელს დაამთავრა თბილისის კონსერვატორია (პროფესორ ე. ვრონსკის კლასი). 1926-იდან თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტია. 1927-29 მოსკოვის კ. სტანისლავსკის და ვ. ნემიროვიჩ-დანჩენკოს სახელობის მუსიკალური თეატრის სოლისტი. 1933-35 სსრკ დიდი თეატრის სოლისტი იყო. 1935-იდან კი კვლავ თბილისს დაუბრუნდა. პარტიებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია აბესალომი (ზ. ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერი“), ტარიელი (შ. მშველიძის „ამბავი ტარიელისა“), კანიო (ლეონკავალოს „ჯამბაზები“), რადამესი (ვერდის „აიდა“), კავარადოსი (პუჩინის „ტოსკა“), დონ ხოზე (ბიზეს „კარმენი“), გერმანი (ჩაიკოვსკის „პიკის ქალი“), ოტელო (ვერდის „ოტელო“), მანრიკო (ვერდის „ტრუბადური“) და სხვა პარტიები.

ნდღულაძე ფლობდა ძლიერ, კაშკაშა ტემბრისა და ფართო დიაპაზონის ხმას. დაჯილდოებული იყო სამსახიობო ნიჭით. გასტროლებს მართავდა სსრკ ქალაქებში.

1946-იდან ანდღულაძე თბილისის კონსერვატორიის პედაგოგი იყო (1958-იდან პროფ), სოლო სიმღერის კათედრის გამგე (1967-1973). ანდღულაძის მოწაფეები არიან ზ. ანჯაფარიძე. ზ. სოტკილავა. ნ. ანდღულაძე. ე. გეწაძე. ა. ფირცხალავა და სხვ.

ანდღულაძის მოღვაწეობამ ღრმა კვალი დაამჩნია ქართული საშემსრულებლო ხელოვნებისა და ვოკალური პედაგოგიკის განვითარებას. (მ. ახმეტელი)


წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

იხილე აგრეთვე

დავით ანდღულაძე

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები