ამურის სოსიუერა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ამურის სოსიურეა - (Saussurea amurensis Turcz.) რთულყვავილოვანთა ოჯახის მრავალწლიანი ბალახეული მცენარეა. ცნობილია 24 სახეობა. იზრდება შორეული აღმოსავლეთის რაიონებში, ღერო სიმაღლით 1—1,5 მ-ია, ყვავილები წვრილია, მოისფრო ვარდისფერი, თავმოყრილია პატარა კალათებად, რომლებიც ქმნიან კენწეროების მრავალყვავილოვან ყვავილედებს. ყვავილობს აგვისტოსა და სექტემბრის დასაწყისში. ღალიანობა 1 ჰა-ზე 56—65 კგ-ს აღწევს. იძლევა დამატებით ღალას.