ამინოპლასტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ამინოპლასტის გრანულები

ამინოპლასტი – (ბერძ. ammōniakón ამონის და plastikós ფორმირებული, ჩამოსხმული) კარბამიდულ ფისებზე დამზადებული პლასტმასა. შარდოვანაფორმალდეჰიდურ ფისზე დამზადებული ამინოპლასტი არამდგრადია ტენისა და ტემპერატურის მიმართ (ექსპლუატაციის ტემპერატურა 90°C-მდე). ამინოპლასტი მელამინოფორმალდეჰიდურ ფისზე – მდგრადია ადუღებულ წყალში, თბომედეგია (150°C-მდე), არატოქსიკურია.

ამინოპლასტის ელექტროშტეფსელი

ამინოპლასტი გამოდის დაწნეხილი ფხვნილის (შემავსებელი – სულფიდური ცელულოზა, ბამბის ბოჭკო, აზბესტი), ფენოვანი პლასტიკებისა და ქაფმასალების სახით. დაწნეხილი ფხვნილი გადამუშავების შემდეგ გამოიყენება სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნაკეთობების დასამზადებლად, როგორიცაა ელექტრომანათებელი მოწყობილობების დეტალები, ტელეფონის, ტელევიზორის, რადიომიმღების კორპუსი, ნაირგვარი ფურნიტურა. არატოქსიკური ამინოპლასტით აკეთებენ საოჯახო ჭურჭელს. აზბესტის მასა გამოიყენება ჩამრთველის, ამომრთველის, გადამრთველის, სანთებლის დასამზადებლად. ფენოვანი პლასტიკები ფართოდაა გავრცელებული, როგორც მოსაპირკეთებელი და დეკორატიული მასალები მშენებლობაში, საავეჯო მრეწველობაში, ტრანსპორტზე. ქაფმასალები შეუცვლელია, როგორც თბო და ბგერასაიზოლაციო მასალა.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები