ავტომატიზაცია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ავტომატიზაცია – (ბერძნ. αυτοματοζ – თვითმოქმედი)

1) საქმიანობა, მიმართული შრომით პროცესიდან ადამიანის ნაწილობრივ ან სრულ გამორიცხვაზე, მისი ფუნქციის გადაცემით სპეციალურად შექმნილი მანქანების – ავტომატებისადმი.

2) სამეცნიერო-ტექნიკური დისციპლინა, რომელიც შეიმუშავებს და შეისწავლის ასეთი საქმიანობის მეთოდებს, საშუალებებს და ხერხებს.

ავტომატიზაცია აუცილებელი საფეხურია საზოგადოების საწარმოო ძალების განვითარებისათვის, რომელიც მექანიზაციის კვალდაკვალ მიდის მანქანებისა და მექანიზმების შექმნით; ეს კი ადამიანის მართვით ენერგიის, ნედლეულის და ნახევარპროდუქტების სხვადასხვა სახეს გარდაქმნის მატერიალური წარმოების საგნებად.

ავტომატიზაციის ობიექტი ხდება არა მარტო მატერიალური წარმოება, არამედ ადამიანის გონებრივი და შემოქმედებითი სფერო.


წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები