ავსტრია-იტალიის ომი 1866
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ავსტრია-იტალიის ომი 1866 - იტალიის ეროვნულ-განმათავისუფლებელი ომი ავსტრიის წინააღმდეგ ქვეყნის გაერთიანებისათვის.
მიმდინარეობდა ავსტრია-პრუსიის ომის 1866 პარალელურად. მიუხედავად იტალიის ჯარების დამარცხებისა, პრუსიის არმიის მიერ ავსტრიელთა განადგურების გამო, ვენის ხელშეკრულებით (1866) ავსტრიამ იტალიას ვენეცია დაუთმო.