ავალიშვილი ნიკოლოზ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ავალიშვილი ნიკოლოზ – (1844-1929), მთარგმნელი, ჟურნალისტი, საზოგადო მოღვაწე.

დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია. 1862-66 წწ. სწავლობდა მოსკოვის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე. იყო განახლებული ქართული თეატრის ერთ-ერთი მესვეური, მისი ხელმძღვანელი (1867-80), ჟურნალ „მნათობის“ რედაქტორი (1869-72). აქვეყნებდა წერილებს ქართულ თეატრზე. გამოსცა „ქართული კალენდარი“ (1867). ითვლება დასავლეთევროპული და რუსული კლასიკის თარგმნის ფუძემდებლად. თარგმნა ფ. შილერისვილჰელმ ტელი“ (1867, 1872), „ფიესკოს შეთქმულება“ (1872), „ყაჩაღები“ (1912), „ორლეანელი ქალწული“, ბომარშესფიგაროს ქორწინება“, ა. სუმბათაშვილ-იუჟინის „ღალატი“ (1901); ს. ურბანოვსკაიას მოთხრობა „თავადის ქალი, შრომა და ფუფუნება“ (1896), ჰ. სენკევიჩის „ვიდრე ჰხვალ“ (1964), სერვანტესის „დონ კიხოტი“ (1869 — შემოკლებული თარგმანი. სრული გამოცემა: ტ. I -1906, 1951, ტ. II - 1955). მისი „მოგონებანი“ დაცულია საქართველოს თეატრალურ მუზეუმში.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები