აეროდინამიკა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აეროდინამიკა - (ბერძნული aer – haeri, ლათინური dynamic – დარტყმის ძალა), მექანიკის შემადგენელი ნაწილი, რომელიც სწავლობს ჰაერის და ზოგადად აირის (აირისმაგვარი გარემოს) მოძრაობის კანონებს და მის ურთიერთქმედებას სხეულებთან. აეროდინამიკა განიხილავს ბგერამდელი ანუ 340 მ/წმ-მდე (1200 კმ/სთ) სიჩქარით მოძრაობს.

აეროდინამიკა ფართოდ გამოიყენება საავიაციო, სარაკეტო-კოსმოსურ, საარტილერიო და სხვა ტექნიკის პროექტირების, გამოცდის და ექსპლუატაციის დროს.

აეროდინამიკა იყოფა თეორიულ (ეფუძნება განტოლების ამოხსნას, რომელიც აღწერს ჰაერის მოძრაობას და მის ურთიერთქმედებას სხეულებთან) და ექსპერიმენტულ (იყენებს კვლევებს აეროდინამიკურ მილებში ან რეალურ საფრენ აპარატებზე ფრენის პროცესში) აეროდინამიკად.

ზებგერითი ფრენის სისწრაფის მქონე საფრენი აპარატების გამოჩენამ განაპირობა დიდი სიჩქარის აეროდინამიკის, მაგნიტოაეროდინამიკის, სუპერაეროდინამიკის, არასტაციონარული აეროდინამიკის გამოჩენა.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები