ადგილმდებარეობის დატბორვა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ადგილმდებარეობის დატბორვა - ხელოვნური წყლისმიერი დაბრკოლება, რომლის შექმნის მიზანია შეაკავოს მოწინააღმდეგის წინსვლა, შებოჭოს მისი მანევრი ან აიძულოს დატოვოს დაკავებული ტერიტორია, დაარღვიოს ხიდები, ჩაშალოს საბორნე და სადესანტო გადასასვლელები.


ადგილმდებარეობის დატბორვა შეიძლება იყოს აქტიური ან პასიური.

აქტიური დატბორვა

ადგილმდებარეობის აქტიური დატბორვის (ჰიდროსფერული ან ჰიდროლოგიური იარაღი) არსი მდგომარეობს იმაში, რომ მოხდეს დამანგრეველი ძალის ტალღით დატბორვა. წყლის მასების ინტენსიური გადაშვების დროს ინგრევა ჰიდროტექნიკური ნაგებობები.

პასიური დატბორვა

ადგილმდებარეობის პასიური დატბორვა იწვევს მოწინააღმდეგის მოძრაობის გზებზე დატბორილ (დაჭაობებულ) უბნებს, რომლებიც წარმოიქმნება მდინარის ან ნაკადულის წყლის დაგროვების შედეგად.


ადგილმდებარეობის დაწეული უბნების ხელოვნურად წყლით დაფარვა ხელს უშლის მოწინააღმდეგის ჰიდროტექნიკური ნაგებობების მშენებლობას.

ადგილმდებარეობის დაწეული უბნების ბუნებრივი დატბორვა წყალდიდობის, წყლის მოვარდნისა და კოკისპირული წვიმების პერიოდში აფერხებს მოწინააღმდეგის გადაადგილებას.



წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები