აბსოლუტური უპირატესობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აბსოლუტური უპირატესობა - (absolute advantage)

  • უპირატესობა, რომელიც აქვს ერთ მწარმოებელს სხვებთან შედარებით მაღალი შრომის მწარმოებლურობის საფუძველზე ერთეული პროდუქციის წარმოებაზე ნაკლები რესურსების გამოყენების შედეგად
  • უპირატესობა, რომელიც აქვს ერთ ქვეყანას სხვებთან შედარებით, თუ მას, გამომდინარე თავისი ბუნებრივი (natural advantage) ან შეძენილი (acquired advantage) უპირატესობებიდან (ხელსაყრელი ბუნებრივი პირობები, მოწინავე ტექნოლოგია, კვალიფიციური სამუშაო ძალა და ა.შ.), შეუძლია უფრო ეფექტიანად აწარმოოს (ერთეულ დანახარჯზე მეტი პროდუქცია მიიღოს) ესა თუ ის საქონელი. საერთაშორისო ვაჭრობა კი იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ თითოეული ქვეყანა დასპეციალდეს იმ საქონლის წარმოებაში, რომლისთვისაც მას აქვს ეს კონკრეტული უპირატესობები. მაგ., იაპონიას, შეძენილი უპირატესობის საფუძველზე, იმის გამო, რომ აქვს მოწინავე ტექნოლოგია, ჰყავს მაღალკვალიფიციური სპეციალისტები, შეუძლია ბევრად იაფად აწარმოოს, ვთქვათ, მოტორიზებული გადაზიდვის საშუალებები, ვიდრე ზოგიერთ სხვა ქვეყანას. უზბეკეთს, ბუნებრივი უპირატესობებიდან გამომდინარე, უფრო ეფექტიანად შეუძლია აწარმოოს ბამბა, ვიდრე უკრაინას, ბალტიისპირეთის ქვეყნებს და ბევრ სხვა ქვეყანას. საქართველოს, ასევე, ბუნებრივი უპირატესობებიდან გამომდინარე, გაცილებით ეფექტიანად შეუძლია აწარმოოს ხილი, ვიდრე რუსეთსა და ზოგიერთ სხვა ქვეყანას. მაგრამ საერთაშორისო ვაჭრობაში სხვაობა აბსოლუტურ ხარჯებს შორის არ ასრულებს მთავარ როლს, აქ არსებითია მოცემული საქონლის წარმოების ალტერნატიულ ღირებულებებს შორის განსხვავება. როცა ეს ღირებულება მოცემულ ქვეყანაში უფრო დაბალია, ვიდრე სხვა ქვეყანაში, მაშინ საქმე გვაქვს შეფარდებით უპირატესობასთან.



წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები