აბანოს წმინდა გიოგრის ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
აბანოს წმინდა გიორგის ეკლესია

აბანოს წმინდა გიოგრის ეკლესია - ეკლესია მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, ქარელის მუნიციპალიტეტში, მისგან ჩრდილო–დასავლეთით 27 კმ-ში მდებარე სოფელ აბანოს განაპირას, გზის პირზე. აშენებულია XIX საუკუნეში.

აღწერილობა

წმ. გიორგის ეკლესია გადაკეთებულია XX საუკუნეში. ძველი აღმოსავლეთ, დასავლეთ და ჩრდილოეთ ფასადების ცალკეული მონაკვეთები ნაგებია თლილი ქვის მოზრდილი კვადრებით. აღდგენილი ნაწილები აგურისაა. ნაგებობა ფერდობზე დგას და მისი ჩრდილოეთ ფასადი თითქმის მთლიანად მიწაშია ჩაფლული; სამხრეთ - აღმოსავლეთი კუთხე დგას ამოშენებულ საყრდენზე (სიმაღლე დაახლოებით1,5 მ). ცოკოლი ერთსაფეხურიანი და კუთხოვანია.

ეკლესია დარბაზულია (10,3X6,1 მ) შესასვლელი დასავლეთიდანაა. ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე სარკმელია, ხოლო გვერდებზე - მაღალი და ღრმა ნიშებია. სარკმლის ქვეშ, კედელზე მიდგმულია სატრაპეზო ქვა. საკურთხეველში დევს დიდი გათლილი ქვა, რომლის ცენტრში ამოკვეთილია კვადროების ფოსო. საკურთხევლის წინ აგურის დაბალი შესასვლელი და მოხატული (XIX ს) კანკელი დგას. გაირჩევა ცალკეული სცენები და ზოგიერთი წმინდანის სახე, ორნამენტებისა და წარწერების ფრაგმენტები. კანკელს ორი კარი ჰქონია. კანკელის ჩრდილოეთ ნაწილში, ზედა იარუსზე, ორი სახატე ნიშია. დარბაზის გრძივი კედლები და ნახევარწრიული კამარა დანაწევრებულია მასიური ორსაფეხურიანი, ორმაგკაპიტელებიანი პილასტრეებითა და მათზე დაყრდნობილი საბჯენი თაღით. ჩრდილოეთ კედლებში ფართო და ღრმა ნახევარწრიულ-თაღიანი ნიშია. დასავლეთით, ჩრდილოეთით და სამხრეთით თითო სარკმელია.

ეკლესიის აღმოსავლეთის ფასადის ცენტრში შემორჩენილია აგურის რელიეფური ჯვრის ქვედა მკლავი. ნაგებობას დასავლეთით ჰქონია მინაშენი (კარიბჭე), რომლისგანაც შემორჩენილია კედელზე მიშენებული ორი მასიური ბურჯი.

წყარო

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები