ცილინდრული ფუნქციები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ცილინდრული ფუნქციები – ეწოდება მე-2 რიგის წრფივი დიფერენციალური x3 y″+ x y′ +(x2- v2) y = 0 განტოლების ამონახსნებს, სადაც v- ნებისმიერი პარამეტრია. ტერმინის წარმოშობა დაკავშირებულია იმასთან, რომ ამ განტოლებაზე დაიყვანება ცილინდრული ფორმის სხეულების წონასწორობისა (სითბური, დრეკადი, ელექტრული) და რხევის საკითხებთან დაკავშირებული ამოცანები, აგრეთვე პოტენციალის სასაზღვრო ამოცანები ცილინდრული არეებისათვის. ცილინდრული ფუნქციების ზოგიერთი კლასი ცნობილია ბესელის ფუნქციების სახელით.


წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები