ცამ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ცამ – (ტიბეტ. – ჩხამ, მონგ. ცამ – ცეკვა) – ტიბეტური პანტომიმური ცეკვები. აღმოცენდა უძველეს ხანაში, ბუდისტურ ტაძრებში. ცამის სიუჟეტები აღებულია ლეგენდებიდან ლამაისტური პანთეონის ღვთაებათა შესახებ ასრულებდნენ ლამები (ბუდისტი ბერები) რელიგიური დღესასწაულების დროს.

არსებობს ცამის უამრავი ვარიანტი. მათი შინაარსი დღემდე გასაიდუმლოებულია ლამების მიერ. ცამის პანტომიმური ცეკვები ერთდროულად სანახაობაცაა და რელიგიური რიტუალიც. ცეკვებს ასრულებენ სხვადასხვა ნიღბებში – ცხოველების, ღმერთების, ადამიანების და ა.შ.

არსებობს, აგრეთვე, ცამი დიალოგებით. ეს არის გარდამავალი ხანა საცეკვაო პანტომიმიდან დრამატული თეატრისაკენ. ასეთ ცამში უკვე ასახავენ არა მხოლოდ ღმერთებს და გამორჩეულებს, არამედ ჩვეულებრივ მოკვდავებსაც.

ტიბეტელი განდეგილის და პოეტის, მილარაიბის ცხოვრების ეპიზოდები საფუძვლად დაედო ცამს სახელწოდებით „ცამ მილარაიბი“. იგი იდგმება მხოლოდ ზოგიერთ მონასტერში.



წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები