შოვიცის ყაზახა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
შოვიცის ყაზახა - Muscari szovitsianum Baker

Muscari szovitsianum Baker – შოვიცის ყაზახა

პოლიკარპული მცენარეა კვერცხისებრი ბოლქვით და უფოთლო ღეროთი. ფოთოლი ვიწრო-ხაზურია, ძირში შევიწროებული, თავწაწვეტილი. მტევანი საკმაოდ მოკლეა, ოვალური ან მოგრძო-ოვალური. სტერილური ყვავილები მჯდომარეა; სანაყოფე ყვავილები კი მოკლეყუნწიანი; ყვავილსაფარი ქოთნისებრია, ლურჯი, ცისფერი, იშვიათად თეთრი. ნაყოფი სამწახნაგოვანი კოლოფია. თესლი სფერულ კვერცხისებრი, შავი და ნაოჭიანი. ყვ. IV-V; ნყ. V-VI.

მცირე აზიური სახეობაა. აღწერილია კულტივირებულ ეგზემპლარებზე, Kew Garden, londoni. ტიპი ლონდონში (Флора СССР, 1935). საერთო გავრცელება: მცირე აზია, ირანი.

კავკასია: იმერკავკასია; სამხრ. და აღმ. ამიერკავკასია, დაღესტანი (Гроссгейм, 1940). საქართველოში გავრცელებულია: ქართლი, კახეთი, გარე კახეთი (საქ.ფლორა, 1941), სხვა წყაროებით მთელ საქართველოშია გავრცელებული (საქ.მც.სარკვ., 1969). თბილისის შემოგარენში გვხვდება ხშირად და მრავლად. იზრდება ბუჩქნარებში, ბალახოვან ფერდობებზე, მდელოებსა და ტყის პირებზე, კლდოვან და ღორღიან ადგილებში. მთის ქვედა სარტყლიდან სუბალპურ სარტყლამდე, ზღ.დ. 300-1400 მ-მდე. ზოგიერთ ადგილსამყოფელში საერთო ასპექტს ჰქმნის. ქსერომეზოფიტია, ჰელიოფიტი.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები