ქსილოლი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ქსილოლი – (ბერძ. xylon ხე, მერქანი და ლათ. ol(eum) ზეთი), დიმეთილბენზოლი, (CH3)2C6H4 – თხევადი არომატული ნახშირწყალბადი. კარგად იხსნება სპირტში, ეთერში, აცეტონში, ქლოროფორმში, ბენზოლში; ცუდად – წყალში. ფეთქებადსაშიში ნივთიერება. გამოიყენება ლაქების, საღებავების, მასტიკების გამხსნელად. პარაქსილოლი საწყისი ნედლეულია ტერეფთალმჟავას საწარმოებლად.