ტევკროსი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ტევკროსი – (ბერძნ.)
1. ფრიგიის მდინარეული ღვთაების, სკამანდროსის ძე, რომელსაც ტროას პირველ მეფედ მიიჩნევდნენ. მისი სახელის მიხედვით, ზოგჯერ ტროელებს ტევკრებადაც მოიხსენიებდნენ მითოგრაფოსები.
2. ტელამონისა და ჰესიონეს ძე. ტროას ომის მონაწილე, უბადლო მოისარი.