სკამანდროსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სკამანდროსი(ბერძნ.) ღმერთი და მდინარე, რომელიც ტროას მახლობლად მიედინებოდა. ტევკროსისა და კალიროეს მამა.

ტროას ომის დროს აქილევსმა ტროელთა გვამებით ამოავსო სკამანდროსი. განრისხდა მდინარის ღვთაება, ნაპირებიდან გადმოვიდა და გმირს დაედევნა. ჩაახრჩობდა კიდეც ალბათ თავის ზვირთებში, მაგრამ იძულებული გახდა უკან დაეხია, რადგანაც აქილევსს ღმერთები მოევლინნენ მხსნელად. მდინარისა და გმირის ორთაბრძოლის ეს სურათი დიდი მხატვრული ოსტატობით არის აღწერილი ჰომეროსის „ილიადაში“ (XXI).



წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები