სირია
სირია (Syria - სირიის არაბთა რესპუბლიკა), სახელმწიფო დასავლეთ აზიაში. ჩრდილოეთით ესაზღვრება თურქეთი, დასავლეთით - ხმელთაშუა ზღვა.
ფართობი 185,2 ათ. კმ2.
მოსახლეობა – 22,5 მლნ. კაცი (2012).
ოფიციალური ენა – არაბული.
დედაქალაქი – ქ. დამასკო.
ადმინისტრაციულად იყოფა 12 მუჰაფაზად (გუბერნია).
სახელმწიფოს და მთავრობის მეთაურია პრეზიდენტი. საკანონმდებლო ძალაუფლებას ფლობს ერთპალატიანი სახალხო საბჭო, აღმასრულებელს – პრეზიდენტი და მინისტრთა საბჭო.
დამოუკიდებლობა მიიღო 1941 წელს. 1958–61 წლებში შედიოდა გაერთიანებულ არაბთა რესპუბლიკაში (ეგვიპტესთან ერთად).
სირია აგრარული ქვეყანაა, სწრაფი ტემპით განვითარდა მრეწველობის შემდეგი წამყვანი დარგები: ნავთობგადასამუშავებელი, ნავთობქიმია, სამშენებლო მასალების წარმოება. ასევე კვების პროდუქცია და სამკერვალო ნაწარმი.
მთავარი საზღვაო პორტებია: ტარტუსი, ლატაკია, ბანიასი.
საერთაშორისო აეროპორტებია: დამასკო, ალეპო.
შეიარაღებული ძალები საერთო შემადგენლობით 295 ათ. კაცი (2012); სახმელეთო ჯარები 220 ათ., სამხედრო-საჰაერო 70 ათ. და სამხედრო-საზღვაო 5 ათ.. მომზადებული რეზერვი – 330 ათ.. დაკომპლექტება ხორციელდება გაწვევით.