სიმპლეგადები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სიმპლეგადები – (ბერძნ.) მითოსური კლდეები, რომლებიც შავი ზღვის შესასვლელში საშინელი ძალით ეხლებოდნენ ერთმანეთს. მათ მოხეტიალე კლდეებსაც უწოდებდნენ პოეტები და ზოგჯერ სხვა მოხეტიალე კლდეებში, პლანქტებში, ურევდნენ. ბერძენმა მწერალმა აპოლონიოს როდოსელმა თავის პოემაში, რომელსაც „არგონავტიკა“ უწოდა, სიმპლეგადები აღმოსავლეთში მოათავსა, ხოლო პლანქტები – დასავლეთში, სკილასა და ქარიბდისის მახლობლად. მას შემდეგ, რაც კოლხეთისაკენ მიმავალმა არგონავტებმა მშვიდობით გაცურეს სიმპლეგადებში, მრისხანე კლდეებმა მოძრაობა შეწყვიტეს და მათ შორის უსაფრთხოდ იწყეს ხომალდებმა მოგზაურობა.