ქარიბდისი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ქარიბდისი(ბერძნ.) მითოსური ურჩხული. პოსეიდონისა და გეას ასული.

თავდაპირველად ქარიბდისი მშვენიერი ქალწული ყოფილა, ოღონდ ბევრს ჭამდა და ამის გამო ყველა გაურბოდა. ერთხელ ზევსმა თვალი შეასწრო, თუ როგორ მოიპარა მან ჰერაკლეს ხარი და წამისუმალ შესანსლა. საზარელი სანახავი იყო ამ დროს ქარიბდისი. არ მოეწონა იგი ზევსს, მეხი სტყორცნა, ზღვაში მოისროლა და ურჩხულად გარდასახა. მას შემდეგ დიდხანს ბუდობდა ქარიბდისი მესინიის ვიწრო სრუტესთან, რომლის მოპირდაპირე მხარეს მასავით შემზარავი სკილა ბობოქრობდა.

ქარიბდისი დღეში სამჯერ შთანთქავდა ზღვის ზვირთებს და შემდეგ, საშინელი ძალით, უკანვე ანთხევდა მდუღარე წყალს. ყველა ხომალდი იღუპებოდა ამ სრუტეში. მისი გადალახვა მხოლოდ ოდისევსმა და არგონავტებმა შეძლეს.



წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები