სახელმწიფო ტერიტორია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სახელმწიფო ტერიტორია – საერთაშორისო სამართალში – სახელმწიფოს სუვერენიტეტს დაქვემდებარებული ტერიტორია.
გამოყოფილია სხვა სახელმწიფოების ტერიტორიისაგან სახელმწიფო საზღვრით. მოიცავს ხმელეთს, შიდა წყლებს, წიაღისეულს, ტერიტორიულ წყლებსა და საჰაერო სივრცეს. სახელმწიფო ტერიტორიად ითვლება აგრეთვე ხომალდები და გემები, რომლებიც სახელმწიფოს დროშით დაცურავენ. ასევე მისი საჰაერო ხომალდები. სახელმწიფოების ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა თანამედროვე საერთაშორისო სამართლის ერთ-ერთი ძირითადი პრინციპია.