რუანდა
რუანდა (Rwanda – რუანდის რესპუბლიკა) – სახელმწიფო ცენტრალურ აფრიკაში, ზღვაზე გასასვლელის გარეშე.
ფართობი – 26,4 ათ. კმ2.
მოსახლეობა – 10,2 მლნ. კაცი (2012).
ოფიციალური ენები – კინიარუანდა, ინგლისური და ფრანგული.
დედაქალაქი – ქ. კიგალი.
ადმინისტრაციულად იყოფა 12 პრეფექტურად.
სახელმწიფოს მეთაურია პრეზიდენტი, საკანონმდებლო ორგანო – დროებითი ეროვნული კრება (ერთპალატიანი პარლამენტი), აღმასრულებელი – პრეზიდენტი და მთავრობა.
1962 წლის 27 ივნისს გაუქმდა მონარქია და რუანდა გამოცხადდა რესპუბლიკად. დამოუკიდებლობის დღე – 1962 წლის 1 ივლისი.
რუანდა აგრარული ქვეყანაა. მოწინავე დარგებია: ყავის, ჩაის, ბამბის, შაქრის ლერწმის, თამბაქოს მოყვანა.
საერთაშორისო აეროპორტი – კიგალი.
შეიარაღებული ძალები საერთო შემადგენლობით 33 ათ. კაცი (2012). სახმელეთო ჯარები 32 ათ და სამხედრო-საჰაერო ძალები 1 ათ. შეიარაღებული ძალების დაკომპლექტება ხორციელდება დაქირავებული პირებით.