პირიმზე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პირიმზე

პირიმზე - (Diphelypea coccinea [M. Bieb.] Nikolson); ოჯახი: შავწამალასებრნი (Scrophulariaceae). 30 სმ სიმაღლის პარაზიტული მცენარეა, აქვს მრავალი მუქი წითელი ღერო, და ჯირკვლოვანი შებუსვა. ღრუ, რომელიც 3-6 მმ სისქისაა, თანაბრადაა ქერცლებით შემოსილი. ქერცლები კვერცხისებური და მოგრძო ფორმისაა, სხვადასხვა სიგრძის, ნახევრად ღერომხვევი. გვირგვინი ფართო, მოხრილი მილითაა. გვირგვინი გარედან ყვითელია, შიგნიდან – კაშკაშა წითელი. ყვ. ნაყ. IV-VII. კახეთში ეს მცენარე გავრცელებულია მთის ქვედა სარტყლის ტყეებში, ბალახოვან ფერდობებზე, მდელოებზე. მისი ნახვა შესაძლებელია სოფელ უჯარმის მიდამოებში, მუხნარ ტყეში. საქართველოში არცთუ ისე ხშირია – პარაზიტობს სხვადასხვა მექნიანი მცენარის სახეობებზე (კახეთში დაფიქსირდა მისი პარაზიტობა ღვიაზე, უზანზე, თამელზე და სხვ.).





წყარო

კახეთის რეგიონის მცენარეები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები