თამელი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
თამელი

თამელი - (Sorbus torminalis [L.] Grantz); ოჯახი: ვარდისებრნი (Rosaceae). 25 მ-მდე სიმაღლის ხეა. ფოთლები მოყვანილობით კვერცხისებურია, ძირში მომრგვალებული, ოდნავ გულისებური ან სოლისებური, ნაკვთები წაწვეტებულია, იშვიათად – მობლაგვო, კიდეებზე წვრილ-ბასრკბილიანი, ფოთლის ზედა მხარე შიშველია, ქვედა მხარე მოყვითალო მწვანე ფერისაა, შიშველი ან ქეჩის მსგავსად სუსტად შებუსული. ყვავილის ყუნწები პირველად ქეჩისებურ-ბანჯგვლიანია, შემდეგ კი – თითქმის შიშველი; ყვ. V-VI; ნაყ. VIII-IX. მცენარე იზრდება მთისწინეთებიდან მთის შუა სარტყლამდე. ძირითადად, მუხნარებში, რცხილნარებში.

გავრცელებულია შუა ევროპაში, ჩრდილოეთ აფრიკაში, სირიაში, ირანსა და მცირე აზიაში. გვხვდება უკრაინის დასავლეთ ნაწილში, ყირიმსა და კავკასიაში. საქართველოში არც ისე იშვიათია; კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია მუხნარი ტყეების სარტყელში. გავრცელებულია მთელ საქართველოში.







წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები