ნეიმანის ამოცანა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ნეიმანის ამოცანა − მე-2 რიგის კერძოწარმოებულებიანი დიფერენციალური განტოლებისათვის დასმული ერთ-ერთი სასაზღვრო ამოცანა.
კერძოდ:
1. ლაპლასის განტოლების ამონახსნის მოძებნის ამოცანა მე-2 გვარის სასაზღვრო პირობებით; ანუ, ნეიმანის ამოცანა ითვალისწინებს ამონახსნის მოძებნას რაიმე არეში, როდესაც არის საზღვარზე მოცემულია ნორმალური წარმოებული.
2. ელიფსური განტოლების ამონახსნის მოძებნის ამოცანა მე-2 გვარის სასაზღვრო პირობებით.
პირველად სისტემატურად იკვლევდა კ. ნეიმანი (1877).