მხურვალმედეგი ფოლადი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მხურვალმედეგი ფოლადიფოლადი, ზედაპირული მედეგობით კოროზიული რღვევის მიმართ აირულ გარემოში ტემპერატურით მეტი 500°C-ზე, რომელიც მუშაობს დაუტვირთავ ან ნაკლებადდატვირთულ მდგომარეობაში. მიიღწევა ფოლადის ლეგირებით ქრომისა და სილიციუმის დანამატებით. ზოგჯერ მალეგირებელ ელემენტებად გამოიყენება, აგრეთვე, ნიკელი, ტიტანი და მოლიბდენი.

მხურვალმედეგი ფოლადი იყოფა ოთხ ჯგუფად: ქრომიანი ფოლადი ფერიტული კლასის, ქრომსილიციუმიანი ფოლადი მარტენსიტის კლასის, ქრომნიკელიანი ფოლადი აუსტენიტფერიტული კლასისა და ქრომნიკელიანი აუსტერიტული ფოლადი.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები