მხედრული სიმამაცე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მხედრული სიმამაცესამხედრო მოსამსახურეების, აგრეთვე სამხედრო კოლექტივების მიერ მაღალი მორალურ-ფსიქოლოგიური და საბრძოლო თვისებების გამოვლენა მხედრული ვალის შესრულებისას. ემყარება პატრიოტიზმს, სამხედრო ფიცის ერთგულებას, მაღალ პროფესიულ მომზადებას. ყალიბდება სამხედრო აღზრდის და სწავლების პროცესში, თავისი შინაარსით გამოხატავს ომების და შეიარაღებული ბრძოლის ისტორიულ, პოლიტიკურ, სოციალურ პირობებს, ხასიათს.

მხედრული სიმამაცეს დიდად აფასებენ საზოგადოება და სახელმწიფო. იგი აღინიშნება სამხედრო ჯილდოებით, წარჩინების სხვა ნიშნებით.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები