მარტინოვი ალექსანდრე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ალექსანდრე მარტინოვი - (Александр Евстафьевич Мартынов, 1816-1860), რუსი მსახიობი, რუსული სცენური რეალიზმის ერთ-ერთი ფუძემდებელი.

დაიბადა სანქტ-პეტერბურგში. სწავლობდა პეტერბურგის თეატრალურ სასწავლებელში (1827-1835) თავდაპირველად საბალეტო კლასში, ჯერ კიდევ სტუდენტობისას, პ. კარატიგინის ვოდევილში „ნაცნობი უცნობები“ თამაშის დროს, რუსეთის საიმპერატორო თეატრების ხელმძღვანელობამ შენიშნა მისი ნიჭიერება და შესთავაზა დრამატულ თეატრში მოღვაწეობა. მარტინოვმა სწავლა დრამატული ხელოვნების მიმართულებით განაგრძო პ. კარატიგინის კლასში. 1831 წელს შედგა მისი დებიუტი პეტერბურგის აკადემიური თეატრის სცენაზე. ერთი წლის მანძილზე მან 70-მდე როლი შეასრულა. 1836 წელს, სასწავლებლის დასრულების შემდეგ ჩაირიცხა ალექსანდრინსკის თეატრის დასში. მალევე მოიპოვა „პირველი კომიკური არტისტის“ ტიტული. მიუხედავად კომიკური როლების შესრულებისა, მის მიერ განსახიერებული პერსონაჟები გამოირჩეოდნენ ლირიზმით, დრამატიზმითა და შინაგანი სევდით. ის ბოლომდე დარჩა რეალისტური სამსახიობო ესთეტიკის ერთგული.


წყარო

მსოფლიო თეატრის ისტორია წიგნი III

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები