ლულა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ლულაცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ნაწილი განსაზღვრული სიჩქარით და საჭირო მიმართულებით ჭურვის (ნაღმის, ყუმბარის, ტყვიის) ტყორცნისათვის. არის დაკეტილი ერთი ბოლოდან (სახაზინო ნაწილი) ფოლადის მილის საკეტით. შიდა ღრუ (ლულის არხი) შედგება კამორისგან (სავაზნისგან), რომელშიც განთავსებულია სატყორცნი მუხტი მასრაში ან კარტუზში მიმმართველი ნაწილისგან, რომლის დანიშნულებაა ჭურვისთვის მიმართულების მიცემა, გაქანება და ბრუნვითი მოძრაობის მინიჭება.

საარტილერიო ქვემეხების ლულებს აქვთ სახაზინო, ხოლო ზოგიერთ მათგანს ლულის მუხრუჭი. ლულებში გასროლის დროს წარმოიქმნება დიდი წნევა (5000 კგძ/სმ2) და ტემპერატურა (3500 K), ამიტომ იარაღის შექმნისას მისი სიმტკიცე და უცვეთობა პირველხარისხოვან ამოცანას წარმოადგენს. კონსტრუქციის მიხედვით ლულები არის მონობლოკური (ერთი ნამზადისგან დამზადებული), შეკრული და თავისუფალი მილით ან ლეინერით. თანამედროვე ტექნოლოგიები მრავალი ქვემეხებისთვის საკმარისი სიმტკიცის ლულა-მონობლოკების დამზადების საშუალებას იძლევა.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები