ლიხტენშტაინი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ლიხტენშტაინი (Liechtenstein – ლიხტენშტაინის სამთავრო) – სახელმწიფო ცენტრალურ ევროპაში.
ფართობი – 157 კმ2.
მოსახლეობა – 35,8 ათ. კაცი (2012).
ოფიციალური ენა – გერმანული.
დედაქალაქი – ქ. ვადუცი.
ადმინისტრაციულად იყოფა 11 თემად. ლიხტენშტაინში კონსტიტუციური მონარქიაა.
სახელმწიფოს მეთაურია მთავარი, საკანონმდებლო ხელისუფლება ეკუთვნის მთავარს (სახელმწიფოს მეთაურს) და ლანდტაგს (პარლამენტს), აღმასრულებელი – მთავრობა.
ლიხტენშტაინი თანამედროვე საზღვრებში, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო, ჩამოყალიბდა 1866 წელს. ამავე წელს გამოაცხადა ნეიტრალიტეტი.
ლიხტენშტაინი განვითარებული ინდუსტრიული ქვეყანაა. მის ინტერესებს საზღვრებს გარეთ ახორციელებს შვეიცარია.
შეიარაღებული ძალები არ გააჩნია, იცავს შვეიცარია.