ლესოთო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ლესოთო (Lesotho – ლესოთოს სამეფო) – სახელმწიფო სამხრეთ აფრიკაში, მთლიანად გარს აკრავს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა.
ფართობი – 30,3 ათ. კმ2.
მოსახლეობა – 2,1 მლნ. კაცი (2012).
ოფიციალური ენები – ინგლისური და სესუთო.
დედაქალაქი – ქ. მასერუ.
ადმინისტრაციულად იყოფა 10 ოლქად. ლესოთში კონსტიტუციური მონარქიაა
სახელმწიფოს მეთაურია მეფე, საკანონმდებლო ორგანოს წარმოადგნს ეროვნული კრება, აღმასრულებელს მთავრობა.
ლესოთო დიდი ბრიტანეთის თანამეგობრობის წევრი ქვეყანაა. დამოუკიდებელი სახელმწიფოა 1966 წლის 4 ოქტომბრიდან. ლესოთო აგრარული ქვეყანაა.
საერთაშორისო აეროპორტი – მასერუ.
შეიარაღებული ძალები საერთო შემადგენლობით 2 ათ. კაცი (2012), შედგება სახმელეთო ჯარებისა და ავიაციისაგან.