კოლუმბია
კოლუმბია (Colombiac – კოლუმბიის რესპუბლიკა), სახელმწიფო სამხრეთ ამერიკის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. ჩრდილოეთით ესაზღვრება ატლანტის ოკეანის კარიბის ზღვა, დასავლეთით – წყნარი ოკეანე.
ფართობი - 1,5 მლნ. კმ2.
მოსახლეობა - 46,3 მლნ. კაცი (2012).
ოფიციალური ენა – ესპანური.
დედაქალაქი - ქ. ბოგოტა.
ადმინისტრაციულად იყოფა 23 დეპარტამენტად, 4 ინტენდენციად, 5 კომისარიად და დედაქალაქის ოლქად.
სახელმწიფოს მეთაურია პრეზიდენტი, საკანონმდებლო ორგანო – კონგრესი, აღმასრულებელი – პრეზიდენტი და მთავრობა.
კოლუმბია აგრარულ-ინდუსტრიული ქვეყანაა. სოფლის მეურნეობის საფუძველს ყავის ექსპორტი წარმოადგენს. მრეწველობის ძირითადი დარგებია: ქვანახშირის, ნავთობის, ზურმუხტის (მსოფლიოს 90%) მოპოვება.
საზღვაო პორტებია: კარტახენა, ბარანკილია, ბუენავენტურა.
საერთაშორისო აეროპორტი ბოგოტა.
შეიარაღებული ძალები საერთო შემადგენლობით 285,2 ათ. კაცი (2012), სახმელეთო ჯარები 237,5 ათ., სამხედრო-საჰაერო 13,2 ათ და სამხედრო-საზღვაო ძალები 34,5 ათ. დაკომპლექტება ხორციელდება გაწვევით.