იტალიური ომები 1494-1559
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
იტალიური ომები 1494-1559 - ომები საფრანგეთს, ესპანეთსა და „საღვთო რომის იმპერიას“ შორის (ზოგი სხვა სახელმწიფოს მონაწილეობით) იტალიაში ბატონობისათვის.
დასრულდა კატო-კამბრეზის ზავით (1559), რომლის მიხედვით საფრანგეთი უარს ამბობდა იტალიაზე; იტალიის დიდ ნაწილში ესპანეთი გაბატონდა.
იტალიურ ომში პირველად იქნა ფართოდ გამოყენებული გაუმჯობესებული ცეცხლსასროლი იარაღი (მუშკეტები, ბრინჯაოს ზარბაზნები ბორბლებიან ლაფეტებზე), არტილერია საველე ბრძოლებში, ქალაქების ალყისა და თავდაცვის დროს, ციხე-სიმაგრეების ბლოკადა.