დვალი ბექა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბექა დვალი

ბექა დვალი − (Beka Dvali), ქართველი დიპლომატი, 2012 წლიდან საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში – აკრედიტებული ანგოლის, ბოცვანის, ზამბიის, ზიმბაბვეს, მადაგასკარის, მავრიკის, მალავის, მოზამბიკის და ნამიბიის რესპუბლიკებში, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, ესვატინის სამეფოში და ლესოტოს სამეფოში.

დაიბადა 31 ივლისი; 1977 წელი, ქ. თბილისი, საქართველო.

განათლება:
1994-1999 − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, სამართალმცოდნის სპეციალობით; მიიღო იურისტის კვალიფიკაცია;
1999-2012 − გავლილი აქვს სხვადასხვა სასწავლო კურსები საქართველოში და საზღვარგარეთ სამართალმცოდნეობის, სამართალშემოქმედების, საერთაშორისო სამართლის, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის, საერთაშორისო ურთიერთობების და კონფლიქტების გადაწყვეტის სფეროებში;
2001-2002 − ნიდერლანდების სამეფოს მაასტრიხტის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამა; მიიღო შედარებითი და ევროპული სამართლის მაგისტრის ხარისხი.

სამუშაო გამოცდილება:
1999 − საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო სამართლებრივი დეპარტამენტის სტაჟიორი;
2000 − საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის გაეროს სამმართველოს მესამე მდივანი;
2000-2002 − საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის გაეროს სამმართველოს მეორე მდივანი;
2002-2004 − საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის გაეროს სამმართველოს უფროსი;
2004-2008 − ამერიკის შეერთებულ შტატებში, მექსიკასა და კანადაში საქართველოს საელჩოს უფროსი მრჩეველი;
2008 − საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ეკონომიკურ, კულტურულ და ჰუმანიტარულ ურთიერთობათა დეპარტამენტის მრჩეველი;
2009 − საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე;
2009-2012 − საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში და ირლანდიაში.

ფლობს: ინგლისურ და რუსულ ენებს.

მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.

წყარო

დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები