დეზარგის თეორემა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
დეზარგის თეორემა – გეგმილური გეომეტრიის თეორემა, რომელიც დაადგინა ფრანგმა მათემატიკოსმა ჟ. დეზარგმა თუ ორი სამკუთხედის შესაბამისი გვერდები ერთ წრფეზე მდებარე (P,Q,R) წერტილებში იკვეთება, მაშინ შესაბამისი წვეროების შემაერთებელი წრფეები ერთ 0 წერტილში გადაიკვეთება.
მართებულია შებრუნებული თეორემაც.