ბოსნია და ჰერცეგოვინა
ბოსნია და ჰერცეგოვინა - (Bosna i Hercegovina), სახელმწიფო ბალკანეთის ნახევარკუნძულის ცენტრალურ ნაწილში. შედგება ბოსნიის და ჰერცეგოვინის ფედერაციისა და სერბეთის რესპუბლიკისაგან. აქვს ადრიატიკის ზღვაზე გასასვლელი (სანაპირო ხაზი - 20 კმ).
ფართობი - 51,1 ათასი კმ2.
მოსახლეობა - 3,7 მლნ. კაცი (2012), 44% - ბოსნიელები, 32% - სერბები, 18% - ხორვატები.
ოფიციალური ენები - ბოსნიური, სერბული და ხორვატიული.
დედაქალაქი - ქ. სარაევო.
სახელმწიფო ხელმძღვანელობის უმაღლესი ორგანოა ბოსნია და ჰერცეგოვინის პრეზიდიუმი, რომელსაც ხელმძღვანელობს თავმჯდომარე. უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო - საპარლამენტო ასამბლეა (ორპალატიანი პარლამენტი), აღმასრულებელი ორგანო - მინისტრთა საბჭო (მთავრობა).
ბოსნია და ჰერცეგოვინა დამოუკიდებელი სახელმწიფოა 1992 წლის 1 მარტიდან (1992 წლამდე შედიოდა იუგოსლავიის შემადგენლობაში).
ინდუსტრიულ-აგრარული ქვეყანაა.
ფედერაციის შეიარაღებული ძალები საერთო შემადგენლობით 11 ათ. კაცი (2012), სახმელეთო ჯარები 9,9 ათ. და სამხედრო-საჰაერო ძალები 1,1 ათ.. დაკომპლექტება ხორციელდება შერეული პრინციპით.